თეგი: სავაჭრო ბრუნვა

ირანის ნავთობის მინისტრი: რუსეთთან ვაჭრობის გაზრდა $40 მილიარდამდე გვსურს

თეირანი ცდილობს, ირანსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ $40 მილიარდს მიაღწიოს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე, ირანში განაცხადა. „ირანის მთავრობა ცდილობს, განავითაროს ურთიერთობები რუსეთთან, რათა სავაჭრო ბრუნვა 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს“, - განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირანის პირველი ვიცე პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი ხელმძღანელობს.  ჯგუფში სხვადასხვა მინისტრი შედის და მის მუშაობას ირანის პრეზიდენტი აკონტროლებს. ნოვაკი ირანში ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ჩავიდა. ოუჯის გარდა, დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან. რუსეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა კვარტალში 10%-ით გაიზარდა.

საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35.3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 35.3%-ით გაიზარდა და 13 612.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 13 612.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 097.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (37.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 515.0 მლნ. აშშ დოლარი (34.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 5 418.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა $2 მილიარდზე მეტია. იმპორტის ზრდამ 73.1% შეადგინა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $17.018 მილოარდი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 31.8%-ით $5.037 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 32.4%-ით $11.981 მილიარდამდეა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 49.2%-ით გაიზარდა და $2.205 მილიარდი შეადგინა. ამ მონაცემით რუსეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 13%-იანი წილით მეორე ადგილზეა. საქსტატის მონაცემები აჩვენებს,რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა, ამ ქვეყნიდან იმპორტის ხარჯზეა გაზრდილი. 2022 წლის 11 თვეში საქართველოდან რუსეთში საქონლის შესაძენად $1.607 მილიარდი გავიდა, ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 731% იყო. რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფში, პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები  TOP-5 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი: 1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $561.8 მლნ; 583 322 ტონა; 2. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $71.5 მლნ; 264 747 ტონა; 3. ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - $59.5 მლნ;159 023 ტონა; 4. კოქსი და ნახევარკოქსი - $55 მლნ; 103 215 ტონა; 5. ხორბალი და მესლინი - $52.3 მლნ დოლარი, 145 776 ტონა; დანარჩენი საქონელი–სულ: $807.5 მლნ. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში მცირედითაა გაზრდილი საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მაჩვენებლებიც. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველოდან რუსეთში $597.9 მილიონის ექსპორტი განახორციელა. ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.9%-ია. სტატისტიკიდან ჩანს, რომ მთავარი საექსპორტო საქონელი ამ პერიოდში ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო. რუსეთის ბაზარზე რეალიზებისას უმსხვილესი საექსპორტო საქონლის 64.5% მოდის. 11 თვეში ღირებულებს მიხედვით, რუსეთში ღვინის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი: 1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $150 მმლნ; 67 064 ტონა; 2. ფეროშენადნობები - $108.8 მლნ; 57 423 ტონა; 3. მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – $65.2 მლნ; 4 654 ცალი; 4. სპირტიანი სასმელები - $53 მლნ; 10 527 ტონა; 5. მინერალური და მტკნარი წყლები - $46.7 მლნ; 84 467 ტონა; დანარჩენი საქონელი - სულ: $174 მლნ.  საქსტატის მონაცემებით, საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი, მეორე რუსეთი, ხოლო მესამეა - ჩინეთი.   

2022 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $19 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი

2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მილიარდ 43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32.8%-ით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი წლიურად 31.8%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ 593 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 13 მილიარდ 450 მილიონი დოლარი იყო, რაც 33.2%-იანი ზრდაა. შესაბამისად, გასულ წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%, ანუ 7 მილიარდ 857 მილიონი დოლარი შეადგინა.  

იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 783.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. "სავაჭრო ბრუნვის მოცულობიდან ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი იყო(გაიზარდა 24.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 322.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 21.0 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია", - ნათქვამია ინფორმაციასი.